„დაიწყე კარიერა“

19 მაისი 2017

„დაიწყე კარიერა“
გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის – მესამე, მეოთხე მეხუთე კურსის) სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ 2 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა.
აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს დასრულდა სტაჟირების პროგრამის ახალ ეტაპზე სტუდენტთა რეგისტრაცია. მიმდინარე ეტაპზე რეგისტრაცია გაიარა 40-მდე უნივერსიტეტის 1300-მდე სტუდენტმა (თითოეული უნივერსიტეტის მიხედვით იხ. სია დანართის სახით). სტაჟიორთა შერჩევის შემდეგი ეტაპისათვის საჭიროა დარეგისტრირებული სტუდენტების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:
• აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები (GPA-ის ან თითოეულ დისციპლინაში დაგროვებული ქულისა და კრედიტის რაოდენობის მითითებით, მაგ: აკადემიური წერა – 5 კრედიტი – სტუდენტის ქულა 85);
• სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია;
• რომელ კურსზეა სტუდენტი.

გთხოვთ, 2017 წლის 29 მაისამდე მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია როგორც ოფიციალური წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: შარტავას #7), ისე ამავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონულად.