წიგნის პრეზენტაცია ERSU-ში

17 ივლისი 2017

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში – ERSU, პარასკევს, 21 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართება ERSU-ს მოწვეული ლექტორის, თსუ-ს ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტის ირაკლი მეგრელიშვილის წიგნის „ევროპული გაერთიანების ისტორია – ანტიკური სამყაროდან ევროკავშირამდე“ პრეზენტაცია.

წიგნი წარმოადგენს სასწავლო კურსის რიდერს. იგი მოიცავს 60-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სხვადასხვა ავტორის ნაშრომს. წიგნის მთავარი მიზანია, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა შეისწავლონ ევროპული გაერთიანების ისტორია და მასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო ასპექტები.

წიგნი გამოცემულია ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტის – ERSU ფინანსური მხარდაჭერით და სასწავლო მიზნების განსახორციელებლად გადაეცემა საუნივერსიტეტო და საჯარო ბიბლიოთეკებს.