ცენტრის მოქმედების სფერო და ფუნქციები

 

  1. ცენტრის მოქმედების სფეროა სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა, მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართვა, კარიერის განვითარებაში ხელშეწყობა, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების მართვა და კოორდინაცია.

 

  1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
    • უნივერსიტეტის სპორტულ-კულტურულ მიმართულების საქმიანობების კოორდინაცია;
    • სტუდენტებთან, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფებთან,  სტუდენტურ კლუბებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სტუდენტური პროექტებისა და ნოვატორული ინიციატივების ხელშეწყობა და კოორდინირება;
    • შიდასაუნივერსიტეტოაქტივობებისჩატარებასპორტისადაკულტურის ყველა იმ სფეროში, რომლის გამართვაც იქნება შესაძლებელი (სტუდენტური პორტფოლიო);
    • სპორტულიკლუბების, მოედნების, დარბაზების, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მართვისკოორდინირება;
    • უნივერსიტეტის წამყვან სპორტსმენთა და შემოქმედთათვის უნივერსიადებში, საერთაშორისო შეჯიბრებებში, კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობა;
    • დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების ინტერესები უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან ურთიერთობაში და საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტის ყოველმხრივი დაცვაა რა საუნივერსიტეტო ურთიერთობებში;
    • ჩვენი ქვეყნის სტუდენტთა და მეგობრების მიზნით, სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვა;
    • სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;