4/7 Entrepreneurship-ის გრძელვადიანი პროექტი ERSU-ში !

7 სექტემბერი 2018

4/7 Entrepreneurship-ის გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში 1-5 სექტემბრის ჩათვლით ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა ტრენინგი, რომელშიც 24 მა ადგილობრივმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა მათ შორის იყვნენ ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
🔺 ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ ვორქშოფებს სამეწარმეო ეკოსისტემის, იდეების გენერირების, გუნდის ფორმირების, ბიზნეს მოდელების შექმნისა და საინვესტიციო პრეზენტაციების მომზადების თემატიკაზე. პროექტის შემდგომ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები აზერბაიჯანში, ბაქოში დაგეგმილ საერთაშორისო სამეწარმეო ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას.