ივანე ბალახაშვილი – დაიბადა 1976 წლის 07 აპრილს.  1999-2002წწ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის განყოფილება სამოქალაქო სამართლის სპეციალობით.

1993-1998 წწ გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით (დიპლომი წარჩინებით). 1982-1993წწ დაამთავრა  ქ. გორის მე-12 საშუალო სკოლა.

2010 წლიდან სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაში კერძო სამართლის მიმართულებით და მუშაობს საკანდიდატო დისერტაციაზე თემაზე: ,,სალიზინგო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება“. 2008წ მიენიჭა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს III კლასის იურისტის სპეციალური წოდება. 2003წ  გაიარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 1999წ გაიარა  მოსამართლის თანაშემწის კურსები. 1999წ მოსამართლის თანაშემწის ტესტური გამოცდა  ჩააბარა.  2013 წლიდან დღემდე მუშაობს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში იურისტის პოზიციაზე.