სტუდენტთა და კარიერული განვითარების ცენტრი ხელს უწყობს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით ახორციელებს ცენტრი შემდეგ აქტივობებს.

  •  სოციალური კვლევების ჩატარება (სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებლები)
  • კურსდამთავრებულების და სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში;
  • ტრენინგების შეთავაზება სტუდენტების და კურსდამთავრებულთათვის, დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.  სტუდენტების და კურსდამთავრებულების დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობებში.
  •  დამსაქმებლებთან მემორანდუმების გაფორმება და საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
  • არსებული ვაკანსიების მიწოდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.
  • სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ.