13
ივნ
2016
ლექცია ძლიერ ქალებზე, ძლიერი ქალებისათვის – 13 ივნისს ევრორეგიონული უნივერსიტეტის გორის კორპუსში

„ჩემი ქალები არასდროს ტირიან” – მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი. ლექცია ძლიერ ქალებზე, ძლიერი ქალებისათვის – 13 ივნისს ევრორეგიონული უნივერსიტეტის გორის კორპუსში მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე „ფემინიზმი და რეპრესირებული ქალები“. 

4
ივნ
2016
ორშაბათს 12:00 საათზე უნივერსიტეტში ფრენბურთის ჩემპიონატი იწყება

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოდ ! ორშაბათს 12:00 საათზე უნივერსიტეტში ფრენბურთის ჩემპიონატი იწყება !! მობრძანდით და უგულშემატკივრეთ თქვენთვის სასურველ გუნდს/

1
ივნ
2016
ხვალ 14:00 საათზე ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში იულავ ფუქსი საჯარო ლექციას ჩაატარებს

„სადაც კი მივდივართ, ყველგან ადამიანების, მათი კულტურისა და ენის შესწავლას ვცდილობთ და მრავალ ქვეყანაში გვყავს კეთილი მეგობრები, რადგან გვჯერა, რომ მეგობრობა საუკეთესო დიპლომატიაა.“ – ისრაელის ელში საქართველოში იუვალ ფუქსი. ➟ ხვალ 14:00 საათზე ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში იუვალ ფუქსი საჯარო ლექციას ჩაატარებს.

6
აპრ
2016
სტუდენტების საყურადღებოდ!

დასაქმების სააგენტო ეიჩარი” გიწვევთ 2016 წლის დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 20 მაისს ქ. თბილისში. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრებიან და აპლიკანტებს საშუალება მიეცემათ წარადგინონ საკუთარი თავი. დასაქმების ფორუმი უკვე 7 წელია ტარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობას იღებს დაახლოებით 35 -მდე სასწავლებელი, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტები, ისე კომერციული სასწავლებლები. […]

1
აპრ
2016
ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტთან გაიხსნა ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, რომელიც მიზნად ისახავს ევროპელი და ამერიკელი ფერმერების მუშაობის გამოცდილების შესწავლას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-პატრონობის  თანამედროვე მეცნიერული მიღწევების დანერგვას, ნიადაგის და შხამქიმიკატების დამუშავების მეთოდიკას, ფერმერული გაერთიანების მართვის ორგანიზაციას და მის ეფექტურობას; აგრობიზნესის მენეჯმენტის მართვას და ყველა იმ საკითხის კვალიფიციურ შესწავლას, რომელიც აუცილებელია ფერმერული  მეურნეობის რენტაბელობისა და ეკოლოგიურად  სუფთა  მაღალი […]