11
იან
2018
ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის აკრედიტაცია

ევრორეგიონულმა სასწავლო უნივერსიტეტმა ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის აკრედიტაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 10 იანვრის გადაწყვეტილებით მიიღო

26
დეკ
2017
ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში საახალწლო კარნავალი გაიმართა

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში 2017 წელი საახალწლო კარნავალით გააცილეს. ეს  დღეს სტუდენტურ ცხოვრებაში ერთ-ერთი იმ დღეთაგანია, როდესაც სტუდენტები თავს უფლებას აძლევენ გაერთონ, ძველი სემესტრის მოგონებები გვერდზე გადადონ და ახლის მოლოდინში დრო სასიამოვნოდ გაატარონ. ვაკო გაგნიაშვილისა და ანა სანგულიასთვის  2017 წელი ევრორეგიონულ უნივერსიტეტში სწავლის პირველი წელი იყო. ამბობენ, რომ მათ უნივერსიტეტში მეგობრული და სასიამოვნო გარემო დახვდათ და გასული სემესტრიც მხოლოდ დადებით შთაბეჭდილებებთან […]

21
დეკ
2017
ტრენინგი “კომპიუტერულ ინოვაციებში”

21 დეკემბერს 13:00 საათზე ევრორეგიონული უნივერსიტეტის გორის კორპუსში, ლექტორებისთვის ტრენინგი “კომპიუტერულ ინოვაციებში” გაიმართა.  ტრენინგი უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სპეციალისტმა გიორგი საზანდრიშვილმა ჩაატარა.  აღნიშნულ ტრენინგში ჩართულ ლექტორებს სერტიფიკატები გადაეცათ.

12
დეკ
2017
სტუდენტური ცხოვრება ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში – სანდოობა და მეგობრული გარემო

  ევრორეგიონული უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ სასწავლო პროცესის გარდა, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ სტუდენტური ცხოვრება ERSU-ში ნიშნავს მრავალფეროვნების უზღვავ შესაძლებლობას, რომელსაც პირველ რიგში, უნივერსიტეტში შექმნილი გარემო იძლევა. კეთილმოწყობილ აუდიტორიებთან, ლაბორატორიებთან და ბიბლოთეკებთან ერთად, აქ სპორტისა და კულტურის სხვადასხვა ცენტრებიც ფუნქციონირებს. „ევრორეგიონული უნივერსიტეტი 1995 წელს დაფუძნდა. ამ დროიდან მოყოლებული მისი მთავარი მისიაა ხელი შეუწყოს […]

9
დეკ
2017
მოსწავლეები ERSU-ში ტრენინგს თემაზე “ადამიანის უფლებები” დაესწრნენ

ევრორეგიონულმა უნივერსიტეტმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.(მეჯვრისხევი,ზერტი,სვენეთი,ხელთუბანი) მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი და მოსიმინეს მოკლედ პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ. მათ სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ვლადიმერ სუხიშვილმა მიმართა. რის შემდეგაც ტრენინგს თემაზე “ადამიანის უფლებები” დაესწრნენ . მოსწავლეებმა დღის ბოლოს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს.

8
დეკ
2017
ERSU-ს თბილისი კორპუსში ანა ნაცვლიშვილმა საჯარო ლექცია გამართა

8 დეკემბერს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის თბილისი კორპუსში ადამიანის უფლებების კვირეულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა საჯარო ლექციას თემაზე “ადამიანის უფლებები საქართველოში” ჩაატარა. ტრენინგზე განხილულ იქნა თემები: რას ნიშნავს ადამიანის უფლებები სიცოცხლის უფლება და მისი დაცვის გარანტიები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით ადამიანის აბსოლუტური უფლებები თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება გამოხატვის თავისუფლება

24
ნოე
2017
პოეზიის საღამო – შემოდგომის გაცილება

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტის თბილისის კორპუსში პოეზიის საღამო “შემოდომის გაცილება” გაიმართა . ღონისძიებაში მონაწილეობას მსახიობი გიორგი გილიგაშვილი და ახლგაზრდა პოეტები ოთარ რურუა, ხატია კუტივაძე, თეო დემეტრაშვილი,თამარ ფეიქრიშვილი იღებდნენ. პოეზიის საღამოზე თავისი ლექსები და ჩანაწერები წაიკითხა უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ ბუკიამ. პოეზიის საღამო მუსიაკლურად გააფორმეს ტრიო ” ლავდილამ” ,ჯგუფმა “მეგობრები” და ასევე მომღერალმა ქეთი ასკილაშვილმა. შემოდგომის გასაცილებელ ღონისძიებას […]

21
ნოე
2017
საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზაცია AIESEC in Georgia-ს წარმომადგენლებთან

დღეს 13:00 საათზე ევრორგიონული სასწავლო უნივერსიტეტის თბილისის კორპუსში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზაცია AIESEC in Georgia-ს წარმომადგენლებთან.   კომპანიის წარმომადგენელმა სტუდენტებს გააცნო მოხალისეობრივ და პროფესიულ გაცვლით პროგრამების პირობები , რომლებსაც AIESEC in Georgia მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ. AIESEC (აისეკი) მსოფლიოს უდიდესი ახალგაზრდული ორგანიზაცია, წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალაგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, რათა იქონიონ […]

14
ნოე
2017
ადამიანის უფლებების სწავლება სამაგისტრო პროგრამებში – სამუშაო შეხვედრა

    🔍🔍 2017 წლის 12 ნოემბერს ქ.ბორჯომში თემაზე “ადამიანის უფლებების სწავლება სამაგისტრო პროგრამებში” სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 🔊🔊 შეხვედრაში მონაწილეობა ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორმა , საჯარო მმართველობის დოქტორმა ნინო შავდათუაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე დაიგეგმა ადამიანის უფლებათა მიმართულების აქტივობები.

7
ნოე
2017
7 ნოემბერს ERSU-ს გორის კორპუსში “უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში” ტრენინგი ჩატარდა

7 ნოემბერს 12:00 საათზე ევრორეგიონული უნივერსიტეტის გორის კორპუსში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის და არასამათავრობო ორგანიზაცია ,,სიდას” კამპანია რეგიონებში ,,ევროპა სახლია”- ს ფარგლებში თემებზე : უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრის მოდერატორები ა/ო მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის” წარმომადგენლები მეგი ბიბილური და ანა ჯებისაშვილი​ იყვენენ.