10
ივნ
2018
სტაჟირება სტუდენტებისთვის იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრში

სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. საწყის ეტაპზე სტაჟირების პირველი 3 თვე არაანაზღაურებადია. თუმცა, შესაძლოა მოხდეს სტაჟირების ვადის გაგრძელება 3 თვის ვადით. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი (ანაზღაურების ოდენობა შეადგენს დარიცხულ 200 ლარს). დამატებითი მოთხოვნები •აუცილებელია კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი; •აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების კარგად ცოდნა (B2…

9
ივნ
2018
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი სოფიო სუხიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მერი ქურხულიშვილი ქ.ბაქოში აზერბაიჯანის კოოპერაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ. კონფერენციების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის კოოპერაციის უნივერსიტეტს შორის. კონფერენციის განმავლობაში მოლაპარაკებები შედგა სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

5
ივნ
2018
იტელექტუალური თამაში სკოლებს შორის

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში გორის მუციპილიტეტის სკოლებს შორის ჩატარდა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ევრორეგიონალური უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და გორის ინტელექტუალურ კლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებით გაიმართა. თამაშის შედეგად გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი. გამარჯვება კარალეთის №1 სკოლის გუნდს ერგო.      

31
მაი
2018
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მეორე მმართელი საბჭოს სხდომა

30 მაისს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მეორე მმართელი საბჭოს სხდომა შედგა. სხდომას ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი და ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი სოფიო სუხიშვილი ესწრებოდა. სხდომაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა დისტანციური სწავლება, აღიარების პროცედურები,ხარისხის უზრუნველყოფის ახალი მექანიზმები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო პროცესი, რომელიც დაიწყო განახლებული სტანდარტებითა და პროცედურებით და რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართულები. […]

29
მაი
2018
საერთაშორისო პროექტი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის!

პროექტი აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტ ახალგაზრდას, რომლებსაც საშუალება მიეცემათ იმსჯელონ ევროკავშირის აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ თემებზე. მიმდინარეობს დელეგატების რეგისტრაცია! მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 27 წლამდე პირებს, კერძოდ: სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს. პროექტის გამარჯვებულებს ელით თავბრუდამხვევი პრიზები: I ადგილი – 100% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში II ადგილი – 50% დაფინანსება […]

25
მაი
2018
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2018 წლის 23 მაისს, 13:00 საათზე , ევორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის, საქართველოს დამსაქებელთა ასოციაციისა და „ HR profesional’s guild”-ის წარმომამდგენლები სტუდენტებს შეხვდნენ . შეხვედრის მიზანი სტუდენტების კარიერული წინსვლა და განვითარების ხელშეწყობა, ასევე შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესახებ მათი ინფორმირება იყო. ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და წარმოდგენილ ორგანიზაციებს შორის. […]

21
მაი
2018
გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

ყოველ წელს გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია“ (IPS) ფარგლებში პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს 42 ქვეყნიდან აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს (1 მარტი – 31 ივლისი 2019). აუცილებელი მოთხოვნა გერმანული ენის ცოდნაა.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  შემდეგ მისამართზე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 30 ივნისია.  

17
მაი
2018
სემინარი გზები, ხიდები და გვირაბები. გამოწვევები და ინოვაცია – ISRBT2018

15 ნოემბერს თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში სემინარი „გზები, ხიდები და გვირაბები” სემინარი ჩატარდება.  სემინარები 2 დღის მანძილზე ჩატარდება. 9-10 ნოემბერს დაგეგმილია სესია „ხიდები“ 12-13 ნოემბერს – „გზები და ავტოსტრადები“ 14-15 ნოემბერს – „გეოტექნიკა და გვირაბები“   სურვილის შემთვევაში დარეგისტრირდით ონლაინ        ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე  

14
მაი
2018
განცხადება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდა კონკურსი შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღების პერიოდად განისაზღვროს ვადა 2018 წლის 14 მაისიდან 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 22 მაისს . საკონკურსო კრიტერიუმებია: ა)  კვალიფიციურობა; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) მოტივაცია. თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა)  განცხადება რექტორის სახელზე; […]

11
მაი
2018
შეხვედრა სტუდენტებთან

11 მაისს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდნეტებსა და აკადემიურ პერსონალს, რექტორი სოფიო სუხიშვილი და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლალი ქარელი შეხვდნენ. სასწავლო მასალები, სამეცნიერო კონფერენციებში ჩართვა, სასწავლო ბაზები – დეკანმა აღნიშნული საკითხები დეტალურად განიხილა. რექტორმა კი პროფესორ-მასწავლებლების კითხვები, მოსაზრებები და რჩევები მოისმინა და განხორციელების გზებზე მათთან ერთად იმსჯელა.