9
მარ
2017
საჯარო ლექცია “ადვოკატის უნარჩვევები და სასამართლოში ქცევის წესები”

9 მარტს 12:00 საათზე ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში(ERSU) საჯარო ლექცია თემაზე „ადვოკატის უნარჩვევები და სასამართლოში ქცევის წესები“ ჩატარდა. საჯარო ლექცია უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა წაიკითხა. ლექციას საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მმართველობის, სამართლის სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებსა და ლექტორს შორის დისკუსია გაიმართა.

15
დეკ
2016
სტუდენტებმა, ლონდონის ისტორიის და გაერთიანებული სამეფოს ემბლემების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის გორის კორპუსის  პირველი კურსის სტუდენტებმა,  ლონდონის ისტორიის და გაერთიანებული სამეფოს ემბლემების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს. სტუდენტებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისაუბრეს ინგლისის დედაქალაქის სახელის წარმოშობაზე, ტაუერზე, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ სისტემასა და დედოფალზე, რომლის ძალაუფლება შეზღუდულია. საინტერესოდ  გადმოცემული იყო თითოეული ეროვნული ემბლემის ისტორია.  

5
დეკ
2016
კონფერენცია თემაზე„შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტში  “ექიმ ქალთა ასოციაციის” ორგანიზებით სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“ ჩატარდა. კონფერენციაში  შიდა ქართლის ექიმები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მხარდამჭერი კომპანია “Sanofi”, “Berlin – Chemie”, “Worwag Pharma”, “Krka”, “Egis”, “Bayer” იყო05.

25
ნოე
2016
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან რადუ ლივიუ ჰორუმბასთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით, 25 ნოემბერს, 13:00 საათზე გორში, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ბატონ არჩილ ყარაულაშვილსა და საქართველოში რუმინეთის ელჩთან რადუ ლივიუ ჰორუმბასთან. შეხვედრის თემა საქართველოს ევროატლანტიკური პროცესი და რუმინეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება იყო. […]

25
ოქტ
2016
პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში (ERSU)  პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა. ლექციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი, კახაბერ გოშაძე კითხულობდა. ტრენინგზე განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის მონაცემთა შეგროვების და დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება, ინსპექტორის აპარატის საქმიანობა და მოქალაქეთა უფლებები

23
ოქტ
2016
სტუდენტებმა პრომეთეს მღვიმე, სათაფლია და ბაგრატის ტაძარი მოინახულეს

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის გორის კორპუსის სტუდენტებისთვის 23 ოქტომბერს ექსკურსია მოეწყო. სტუდენტებმა პრომეთეს მღვიმე, სათაფლია და ბაგრატის ტაძარი მოინახულეს.

19
ოქტ
2016
უზბეკი ისტორიკოსის შუხრატ სალამოვის საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში უზბეკი ისტორიკოსის შუხრატ სალამოვის საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სალამოვმა სტუდნეტებს საჩუქრად წიგნები გადასცა. ლექციის ბოლოს აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაგვპირდა, რომ ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს კვლავ ესტუმრება.  

5
ოქტ
2016
ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელებს საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა მიულოცა

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელებს, საქართველოს პრეზიდენტმა  ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლა და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა მისალოცი ბარათები სტუდენტებს უნივერსიტეტში გამოუგზავნა. მისალოცი ბარათები სტუდენტებს გორის ადმინისტრაციულ კორპუსში რექტორმა ვალერი სუხიშვილმა და თბილისის კორპუსში კი უნივერსიტეტის პრორექტორმა, ქალბატონმა ეკატერინე სუხიშვილმა გადასცა.                    

4
ოქტ
2016
3 ოქტომბერს თბილისის სტუდენტური ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი გაიმართა

3 ოქტომბერს თბილისის სტუდენტური ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.  ოლიმპიადაში ევრორეგიონული  სასწავლო უნივერსიტეტიც ჩაერთო ..  იაქტიურე და უგულშემატკივრე სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს.. პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, სტუდენტების საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის გაღვივება, ანტინარკოტიკული, მავნე ჩვევებისა და აზარტული თამაშების საწინააღმდეგო პროპაგანდა.       

1
ოქტ
2016
“შენი ხმა იკარგება, მოდი არჩევნებზე”

27 სექტემბერს,ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შედგა შეხვედრა თემაზე “შენი ხმა იკარგება, მოდი არჩევნებზე”.  პროექტი ხორციელდება კოალიცია “საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“ მიერ, საერთაშორისო ორგანიზაცია ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარადჭერით. კოალიციის წევრი ორგანიზაციებია ,,საუნჯე” , ,,ჰელფინგ ჰენდი”, ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” და ,,ნაბიჯი სამოქალქო ინტეგრაციისაკენ”