უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი (ERSU) არის შპს „ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის“  დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და სხვა მსურველი პირებისთვის უცხო ენების შესწავლას.

ცენტრი უზრუნველყოფს მსმენელებისათვის უცხო ენების შესწავლას სხვადასხვა სასწავლო კურსების საშუალებით.

ცენტრის სასწავლო კურსებზე მსმენელები მიიღებიან პირადი განცხადებებისა და ცენტრის ხელმძღვანელთან გასაუბრების საფუძველზე. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ ენის დასახელება, რომლებშიც მსმენელს სურს მომზადება.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მსმენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საშუალო განათლების ატესტატი ან ცნობა ზოგად – საგანმანათლებლო სასწავლებლის დამამთავრებელ კლასში სწავლის, აგრეთვე მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობის (იძულებით გადაადგილება, დევნილობა, სოციალური დაუცველობა და ა.შ.) შესახებ.