ბუფერული ზონიდან გოგონების ხმა მშვიდობის მშენებლობაში

21 სექტემბერი 2018

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტისა და  სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) მიერ „ჰელფინგ ჰენდ“-თან ერთად ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი „ბუფერული ზონიდან გოგონების ხმა მშვიდობის მშენებლობაში“ ხორცილდება.

პროექტის მიზნია საქართველოს ბუფერულ (ე.წ სამხრეთ ოსეთი) ზონაში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონების გაძლიერება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გზით.

პოზიცია: თემის მობილიზატორი

ადგილმდებარეობა: ქ.გორი

განაკვეთის სახეობა: ნახევარი განაკვეთი

ანაზღაურება: 300 ლარი

კონტრაქტის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

– საჯარო შეხვედრების გამართვა და პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სამიზნე თემში;

– პროექტის ფარგლებში მონაწილეების შერჩევა, 4 სოფელში მონაწილეებთან ერთად ღონისძიების  ორგანიზება;

– სოციალურ ქსელში (ორგანიზაციის FB-გვერდი) აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ  ინფორმაციის განთავსება

– საბოლოო კონფერენციის დაგეგმვა

– პროექტით გათვალისწინებული სხვა ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება/შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია პიარის მიმართულებით
სათემო შეხვედრების მომზადების, წარმართვის და ფასილიტაციის გამოცდილება
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი
ახალი ცოდნის მიღების და გამოყენების უნარი
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

წარმოსადგენდოკუმენტები:
– ავტობიოგრაფია (CV);
– სამოტივაციო წერილი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ დოკუმენტები ელ. ფოსტის მისამართზე: info@csdc.ge
წერილის სათაურში (subject) მიუთითონ პოზიციის დასახელება.
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 სექტემბერი .