მარიამ ხიზანიშვილი – დაიბადა 1990 წლის 5 მარტს ქალაქ გორში. 2011 წელს დაამთავრა  ქ. თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფინანსებში. 2014 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი საბანკო საქმეში. 2015 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ბიზნეს ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე და ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი. 2010-2011 წლებში დასაქმებული იყო სს ”ბანკი რესპუბლიკა”- ში სამომხმარებლო დაფინანსების დეპარტამენტში. 2011-2012 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სსიპ ”საწარმოთა მართვის სააგენტო-ში” ფინანსური ანალიზის სამმართველოში მოწვეულ სპეციალისტად, 2012-2016 წლებში მარიამ ხიზანიშვილი  შპს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქმის მწარმოებლის და მოწვეული სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა.  2016 წლიდან დღემდე იკავებს შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას.

 

 

 

 

 

ლია ლომინაძე  დაიბადა  ქ.თბილიში 1981  წლის 20 ნოემბერს. 2000-2005  წლებში სწავლობდა  თსსუ – პედიატრიის  ფაკულტეტზე.2005-2007 – წლებში სწავლობდა რეზიდენტურაში ქ. მოსკოვის ბაკულევის სახელობის  კლინიკაში სადაც მუშაობდა სადისერტაცო თემაზე “სტენტირების საჭიროება და ეფექტოანობა კარდიოქირურგიაში“ .პარალელურად 2007-2009 მუშაობდა  მოსკოვის კერძო სამედიცინო კლინიკების ქსელი „ზემფირამედი“- ქსელის დირექტორის პოზიციაზე. 2013  – 2014 – წლებში დაკავებული პოზიცია-  „შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის თანაშემწისა და მჩთ თერაპიის პროგრამული ჩართვის უზრუნველყოფის უფროსის პოზიციას.2015-2017  – მუშაობდა შპს დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი დეკანის მოადგილის პოზიციაზე,სტუდენტთა რეესტრის სამსახურის უფროსისა და ლექტორის პოზიციაზე. 2017წ-2018 წლებში – სამედიცინინო ფარმაცევტულ-აუდიტორული კომპანია(სფაკ)დირექოტის მოადგილის თანამდებობაზე. 2018 წლის აპრილიდან იკავებს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის პოზიციას სამედიცინო მიმართულებით.