ნინო შავდათუაშვილი – დაიბადა 1971 წელს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1995-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის ფონდის გორის რეგიონალურ ორგანიზაციაში მთავარ სპეციალისტად. 1999-2008 წლებში მუშაობდა შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ლექტორად. 2003-2008 წლებში იყო ასოციაცია „ქომაგის“ ადვოკატი. 2003 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2004 წლიდან მუშაობს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მოწვეულ ლექტორად. 2005-2008 წლებში იკავებდა „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ შიდა ქართლის ფილიალის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელის პოზიციას. 2005-2008 წლებში იყო ასოციაცია „მეოხის“ ადვოკატი. 2008 წლიდან დღემდე იკავებს გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის პოზიციას.   2013 წლიდან არის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საჯარო მმართველობის დოქტორანტი. 2018 წლიდან არის ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2018 წლიდან იკავებს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის პოზიციას.