ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში (ERSU) აბიტურიენტთა მიღება ხორციელდება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია:

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს;

ჩარიცხვის პროცედურა

აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში, მიმართავს უნივერსიტეტს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) 
  • ფერადი ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)                                                                                აბიტურიენტის განცხადების და მასთან დადებული სასწავლო ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ბრძანებას უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ.

 

უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზ. #9

უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სასწავლო კორპუსი ქ. თბილისში. (მის. პოლიტკოვსკაიას ქ. #9)

უნივერსიტეტის ელ. ფოსტა: info@ersu.edu.ge

საკონტაქტო ტელ: +995 599 97 27 02; +995 0370 27 05 57