ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების ცენტრი

„ერუდიტი“

 „ერუდიტი“-ს დაარსების მიზანია, არაფორმალური და ინტენსიური სასწავლო კურსებით, ასევე  სხვა თანამედროვე აპრობირებული მეთოდებით, უფროსკლასელებს და აბიტურიენტებს  შესთავაზოს სპეციალური პროგრამოები და პროექტები რათა ხელი შეუწყოს მათ წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, პროფესიის არჩევისას გააკეთონ სწორი არჩევანი და სწავლა გააგრძელონ სასურველი მიმართულებით.

„ერუდიტი“-ს მიზანია უფროსკლასელებთან და აბიტურიენტებთან უწყვეტი თანამშრომლობა, მათთვის თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და ტენდენციების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება,  მათი ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა ზოგადად უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს შესახებ, რაც დაეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ სწრაფად  ორიენტირებაში. „ერუდიტი“-ს მუშაობა დაფუძნებულია მრავალი წლიანი გამოცდილებასა და ცოდნაზე.

 

  • „ერუდიტი“ გთავაზობთ უფასო ინტენსიურ სასწავლო კურსებს, რომელიც რეკომენდებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის;
  • „ერუდიტი“-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის იმართება უფასო ტრენინგები და სემინარები, რომელიც ეხმარება მათ პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში;
  • „ერუდიტი“ მოსწავლეებს/აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას პროფესორ-მასწავლებლებისა და სხვა კვალიფიციური ტრენერების დახმარებით გაეცნონ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • „ერუდიტი“ ტრენინგ-სემინარებით, ლექციებითა და სხვა ინტერაქტიურ მეთოდებზე დაყრდნობით, უფროსკლასელებს/აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას მიიღონ ზოგადი ცოდნა სხვადასხვა პროფესიის ირგვლივ;
  • „ერუდიტი“ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზრუნავს უფროსკლასელების/აბიტურიენტების პიროვნული განვითარებისთვის;
  • „ერუდიტი“ მოსწავლეებს/აბიტურიენტებს სთავაზობს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის ხელმისაწვდომობის სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის, უფასოდ სწავლის შესაძლებლობას და ფასდაკლების ვაუჩერებს;
  • „ერუდიტი“ უფროსკლასელებს/აბიტურიენტებს საერთაშორისო მობილობის ფარგლებში სთავაზობს საერთაშორისო სასკოლო და საუნივერსიტეტო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობას;
  • „ერუდიტი“, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში, განსაკუთრებული აქტივობით გამორჩეულ აბიტურიენტებს უფასოდ გაგზავნის საზღვარგარეთ სხვადასახვა საგანმანათლებლო მიზნების განსახორციელებლად;
  • „ერუდიტი“-ში უფროსკლასელები/აბიტურიენტები გაეცნობიან ევრორეგიონული სასწავლო  უნივერსიტეტის ფუნქციონირების პრინციპებს, ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ლაბორატორიებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს;
  • „ერუდიტი“-ს დამთავრების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ორენოვანი სერთიფიკატი;
  • „ერუდიტი“ სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით ეცდება ხელი შეუწყოს მოსწავლეებს/აბიტურიენტებს მოემზადონ სტუდენტური ცხოვრებისთვის.  

 

  დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

  (0 32) 2 51 94 95 –  თბილისი

  (0 370) 27 05 57 – გორი

   გისურვებთ წარმატებებს!