უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამები აქვს ტეხასის უნივერსიტეტის ერევნის ფილიალთან. 2012 წლიდან მემორანდუმის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება კონკურსი და გამარჯვებული სტუდენტი იგზავნება ერევანში, ტეხასის უნივერსიტეტის ფილიალში, ორი წლით. სწავლება და ყველა სხვა მომსახურება სტუდენტებისთვის უფასოა . დღემდე ამ პროგრამაზე მივლინებული იყო ცხრა სტუდენტი , აქედან გიორგი ჭყონიამ და თამარ სხირტლაძემ წარმატებით გაიარეს და დაამთავრეს აღნიშნული კურსი, ხოლო დანარჩენები გადიან სასწავლო კურსს. ეს პროგრამა შანსს აძლევს სტუდენტებს უნივერსიტეტის პარალელურად მიიღონ უცხოური განათლება, გახდნენ პროფესიონალები და მყარად დაიმკვიდრონ ადგილი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, კიშინოვის ევროპული პოლიტიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში , სამაგისტრო პროგრამაზე წარგზავნილია უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხურის 15 კურსდამთავრებული, ამავე უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორსიო პროექტები , სადაც აქტიურად მონაწილეობენ ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტები.

უნივერსიტეტს ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს სტამბულის მალტეპეს უნივერსიტეტთან, პოლტავას ვაჭრობისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან, აზერბაიჯანის კორპორატიულ უნივერსიტეტთან.

მემორანდუმების ფარგლებში ამ უნივერსიტეტების მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში და საზაფხულო სკოლაში, ევრორეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტები სისტემატიურად მონაწილეობენ , რაშიც აქტიურ დახმარებას უწევს უნივერსიტეტის რექტორატი.