ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (ERSU) 22-წლიანი გამოცდილების შედეგად საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წარმატებულ და აღიარებულ სასწავლო დაწესებულებად, რომლის მისიას წარმოადგენს საქართველოში ევროპული ღირებულებების, განათლების, კულტურისა და ჰუმანიზმის იდეალებზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელება.

 

ინფორმაცია შიდა საგრანტო დაფინანსების შესახებ  საბაკალავრო პროგრამებზე

აირჩიე პირველ პრიორიტეტად (058) ევრორეგიონული სასწავლო  უნივერსიტეტი,  შეიმცირე სწავლის საფასური 10%-ით  და ისწავლე 2000 ლარად.

ასევე გაეცანი ინფორმაციას, ჩაერთე ჩვენს სხვადასხვა აქტივობებში და შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით მიიღე დამატებით 5 % -დან – 70 %-მდე სხვადასხვ შეღავათები სწავლის საფასურზე

უპირატესობები და შეღავათები

  • თანამედროვე სტანდარტების აკრედიტებული პროგრამები
  • სწავლის, სწავლების და შეფასების თანამედროვე სისტემა
  • შიდა გრანტი + სტიპენდიები
  • თანამედროვე ადაპტირებული ინფრასტრუქტურა
  • უცხოელი და ქართველი პროფესორები
  • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები
  • გრანტის შემთხვევაში საჩუქრად ლეპტოპი
  • შეღავათები კლასელებისათვის
  • უფასო სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
  • შეღავათები სპორტსმენი და ხელოვანი სტუდენტებისათვის
  • სტუდენტზე მორგებული სწავლის გადასახადი
  • მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება
  • უფასო სამედიცინო მომსახურეობა
  • შეღავათები დევნილ და სოციალურად დაუცველთათვის

ასევე იხილეთ ინფორმაცია სხვა მნიშვნელოვანი შემოთავაზებების და შეღავათების  შესახებ

 

  •   I  პრიორიტეტით ჩარიცხული სტუდენტები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით (4 წლის განმავლობაში);  
  • უნივერსიტეტის  მიერ  აბიტურიენტებისათვის მოწყობილი ტრენინგების შედეგად  გადაცემული სერთიფიკატის მფლობელები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით;  
  • ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი სტუდენტის სწავლის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი შეღავათი;
  •  შშმ სტუდენტები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით (4 წლის განმავლობაში);  
  •  სპორტისა და ხელოვნების დარგში ან სტუდენტურ ცხოვრებაში აქტივობებისთვის წარმატებული სტუდენტები, ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით;
  •  მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს მიეცემათ სტიპენდია 150, 100, 50 ლარი, ხოლო ხუთ საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ვლადიმერ სუხიშვილის სტიპენდია 200 ლარის ოდენობით;
  •  უნივერსიტეტის გორის კორპუსში ეკოლოგიის (გარემოს დაცვა), ფარმაციის და აგრონომიის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი ისწავლის მხოლოდ 1800 ლარად წელიწადში; 
  •  სტუდენტები სწავლის გადასახადს გადაიხდიან ორ, ოთხ ეტაპად ან ინდივიდუალური გრაფიკით;
  • ყველა სტუდენტი ისარგებლებს უფასო სამედიცინო მომსახურეობით უნივერსიტეტის დიაგნოსტიკურ ცენტრში;
  •  ყველა სტუდენტი ისარგებლებს უფასო სტაჟირებით და დასაქმების ხელშეწყობით.