ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (ersu) ყოფილი სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი,დაფუძნებული იქნა 1995 წლის იანვარში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვლადიმერ სუხიშვილის მიერ, თავის მეუღლესთან რუსუდან გოხელაშვილთან და შვილთან ეკატერინე სუხიშვილთან ერთად, თავდაპირველად საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ფილიალად, შემდგომ მცირე აკადემია გორის ინსტიტუტად წოდებული,  2008 წლიდან ფუნქციონირებას იწყებს როგორც სუხიშვილის უნივერსიტეტი,  2010 წლიდან – როგორც სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი,ხოლო 2017 წლიდან როგორც ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (ersu) “

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი” თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წარმატებულ, საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესა და რეგიონში ცნობად და აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომლის ძირითადი მისიას თავიდანვე ქვეყანაში დასავლური ევროპული ღირებულებების მქონე განათლების, კულტურისა და ჰუმანიზმის იდეალებზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელება წარმოადგენდა. თავდაპირველად ძირითადი აქცენტები შიდა  ქართლის რეგიონსა და მიმდებარე რაიონებზე კეთდებოდა, რაც რეგიონში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო პოლიტიკის გატარებას გულისხმობდა.

წლების განმავლობაში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ, რაც თითოეულ ცვლილებას ისტორიის მანძილზე გასდევდა, განაპირობა შემდგომი მოთხოვნა რებრენდიგზე, შესაბამისად 2016 წელს განხორციელდა უნივერსიტეტის მაშტაბური რეორგანიზაცია და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს ეწოდა „ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი“. სახელი უბრალოდ არ შეცვლილა, ეს ცვლილება იმ წარმატებების და აღიარებების დამსახურება და გამოძახილია, რომელიც საერთაშორისო საგანამათლებლო ცენტრებმა და საზოგადოებამ მიანიჭა უნივერსიტეტს. განვითარების შესაბამისად არსებულმა საჭიროებებმა მოითხოვა, რომ უნივერსიტეტი მთლიანად არამარტო ქყვეყნის რეგიონული მასშტაბით,არამედ ევროპის ქვეყნების რეგიონული თვალსაზრისით გამხდარიყო უფრო გლობალური ვიდრე აქამდე იყო.

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად   მოკლე და გრძელვადიანი სასერთიფიკატო პროგრამები ხორციელდება. 

უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია ფაკულტეტი. ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 13 საბაკალავრო და 6 სამაგისტრო აკრედიტირებული პროგრამები. 2010-2011 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში სტუდენტების კონტინგენტი განისაზღვრა 1 500 სტუდენტით. მათ შორის უცხოელი სტუდენტების რიცხვის ზრდა იყო ერთ-ერთი მთავარი განპირობებელი უნივერსიტეტის რეორგანზაციისა და რებრენდირების.

უნივერსიტეტის მფლობელობაშია 3 კორპუსი: 2 მდებარეობს ქ. გორში და 1 – ქ. თბილისში. პირველი ადმინისტრაციული კორპუსი (2785,40 მ2) განთავსებულია გორში ცხინვალის გზატკეცილი #9, მეორე კორპუსი (2521,70 მ2) მდებარეობს ასევე გორში გორგასლის ქ. #1ა-ში, ხოლო მესამე კორპუსი (2200 მ2,) მდებარეობს თბილისში პოლიტკოვსკაიას ქ.# 9ა- ში(ყოფილი ჯიქიას ქუჩა)

უნივერსიტეტის სამივე კორპუსი მთლიანად პასუხობს ავტორიზაცია-აკრედიტაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებს. სტუდენტების განკარგულებაშია კეთილმოწყობილი აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა გორში და თბილიში მდიდარი წიგნადი ფონდით, ელექტრონული ბიბლიოთეკით, უწყვეტი ინტერნეტმომსახურებით.კომპიუტერული ცენტრები,საგამოცდო ცენტრები, გამომცემლობა, რომელიც უზრუნველყოფს ლიცენზირებული სამეცნიერო კრებულის პერიოდულ გამოცემას. იურიდიული კლინიკა, სასწავლო აფთიაქი, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი,ტურიზმის ცენტრი,ინგლისური,ჩინური ენის შემსწავლელი ცენტრები,სააქტო და საკონფერენციო დარბაზები. ღია და დახურული სპორტული მოედნები, არაერთი საერთაშორისო და საქართველოს ფესტივალების გამარჯვებული და ლაურეატი,ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „გორულა“. მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „ნაშთი“-რომელიც 2016 წლის ჩემპიონია დებიუტანტებს შორის.ფეხბურთის, ძიუდოს გუნდები, დებატ კლუბი,სააქტო და საკონფერენციო დარბაზები.

უნივერსიტეტში სწავლების მაღალი დონის შედეგია კურსდამთავრებულთა დასაქმების დიდი პროცენტი. 1999წლიდან დღემდე უნივერსიტეტი სხვადასხვა სპეციალობით დაამთავრა 1 157-მა სტუდენტმა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში,როგორც კერძო ისე სახელმწიფო სტრუქტურებში. სტუდენტების განათლებაზე ზრუნავს მაღალკვალიფიციური  200-მდე პროფესორ-მასწავლებელი. უნივერსიტეტში მოქმედებს კრედიტების, ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული (ECTS) სისტემა. დიპლომთან ერთად გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების დიპლომის დანართი.

უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ბარსელონას (ესპანეთი), ოქსფორდის და ლონდონის (ინგლისი), ვარშავის (პოლონეთი), კიევის, პოლტავისა და ხარკოვის (უკრაინა), ტეხასის (ა.შ.შ), პრაღის (ჩეხეთი), ბაქოს (აზერბაიჯანი), ერევნის (სომხეთი), კიშინოვის (მოლდავეთი), სიბიუს (რუმინეთი) უნივერსიტეტებთან.

უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამები აქვს ტეხასის უნივერსიტეტის ერევნის ფილიალთან, სტამბულის მალტეპეს უნივერსიტეტთან, აზერბაიჯანის კოოპერატიულ უნივერსიტეტთან, პოლტავის კოოპერატივისა და ვაჭრობის უნივერსიტეტთან, კიშინოვის ევროპული პოლიტიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან.

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს საუნივერსიტეტო კავშირისა, რომელშიც გაერთიანებული არიან საქართველოს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები, რომლებთანაც მიმდინარეობს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა სასწავლო პროგრამების შეჯერების, სამეცნიერო მუშაობის ამაღლების, ერთობლივი კვლევების განხორციელების საქმეში.

უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება უფასოდ გაიარონ სტაჟირება სპეციალობების მიხედვით.დასაქმების პერსპექტივით

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი(ersu) ყოფილი (სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით,სტუდენტზე მორგებული პირობებით,დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ტრადიციულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად და მყარად დაიმკვიდრა ადგილი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.