ინტელექტუალური თამაში ევროპის დღეების ფარგლებში

18 მაისი 2018

22 მაისს, 12:00 საათზე, ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში გაიამრთება.

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლია ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს. თამაში ჩატარდება 2 ტურად. თავდაპირველად, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 მონაწილეს, ხოლო ფინალურ ეტაპზე გადავა 10 ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტი.

თამაშის განმავლობაში მონაწილების მოუწევთ უპასუხონ ევროკავშირის, ევროკავშირის-საქართველოს ურთიერთობის თმატიკაზე დასმულ შეკითხვებს.

გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები.