მარიამ მაისურაძე – დაიბადა 1993 წლის 3 მაისს. 2016 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 2012 წელს მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის სტაჟიორი, შემდგომ 2014-2016 წლებში ამავე ფონდში ახალგაზრდული პროექტების მენეჯერი. 2015-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სტაჟიორი. 2016 წელს გაიარა პრაქტიკები საადვოკატო ბიუროში “მიგრიაული და პარტნიორები” . 2018 წელს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტაჟიორი. 2018 წლის მაისიდან იკავებს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში იურისტის თანამდებობას.