ეკატერინე  ბუხრაძე – დაიბადა ქალაქ გორში  1964 წლის 10 მარტს ,  1986 წელს დაამთავრა გორის ეკონომიკური ინსტიტუტი სპეციალობით საბუღალტრო აღრიცხვა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზი. 1986-1690 წლებში მუშაობდა ხიდების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში ბუღალტრად, 1999-2009 წლებში ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში უფროს მასწავლებლად, 2009-2011 წლებში ამავე უნივერსიტეტში ფაკულტეტის მდივნად, 2012 წლიდან  2017 წლამდე მუშაობს საფინანსო, ლოჯისტიკის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 2017 წლიდან იკავებს საფინანსო, ლოჯისტიკის და უსაფრთხოების სამსახურის  ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

 

 

ვიქტორ ბერიშვილი – 1956  წლის  8 აპრილს დაიბადა  ონის რ-ნ სოფ  გლოლაში.  1973 წელს დაამთავრა ონის რ-ნის სოფ გლოვის  საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლა გააგრძელა  ა.ს პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ  უნივერსიტეტში.  ფიზიკა-მათემატიკის  ფაკულტეტი, სპეციალობით ზოგადტექნიკური დისციპლინების მასწავლებელი. პარარელურად იგივე უნივერსიტეტის სწავლობდა საღამოს დასწრებულზე- სამართლის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ  (1978 წ)  მიენიჭა სპეციალობები:  ზოგადტექნიკური დისციპლინების მასწავლებელი და სამართლებრივი აღზრდის მეთოდისტი.

1978-80  წლებში მოიხადა   სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1980 წლიდან 1993 წლებში მანქანათმშენებლობის ტექ.სასწავლებელში ასწავლიდა სამართლის დარგებს ( სისხლის, სამოქალაქო, შრომის)  ამავე დროს ასწავლიდა- ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას, მასალათმცოდნეობას,  ლითონთა ტექნოლოგია აქტიურ მონაწილეობას  ღებულობდა  მასწავლებელთა კონფერენციებზე, გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

1993 წლიდან  2010 წლამდე მუშაობდა ავტო პროფილაქტიკაში  ავტო ტექნიკური მომსახურების კონტროლად.

2010 წლიდან მუშაობა დაიწყო  ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში  უსაფრთხოების  სამსახურის სპეციალისტად.  2018 წლიდან ასრულებს ლოჯისტიკის და უსაფრთხოების  სამსახურის სპეციალისტის მოვალეობას.