თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წარმატებულ, საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ცნობად და აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. იგი წარმოადგენს სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, პედაგოგებისა და ადმინისტრაციული აპარატის მჭიდრო კავშირს, რომელთა ერთობლივი თანამშრომლობითაც იქმნება უმაღლესი აკადემიური განათლებასა და სასწავლო-სამეცნიერო კვლევებისათვის შესაბამისი პირობები.

უნივერსიტეტის მისიაა ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპის განხორციელებასა და უმაღლესი განათლების სფეროში განათლების ხარისხის განვითარებას. უნივერსიტეტი უზუნველყოფს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე ევროპული დონის უმაღლესი განათლების შეთავაზებას  ბიზნეს ადმინისტრირების, ჯანდაცვის, სოციალური მეცნიერებების, სამართლის, აგრარული მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის,  ადმინისტრაციული აპარატის მჭიდრო კავშირს, რომელთა ერთობლივი თანამშრომლობითაც იქმნება უმაღლესი აკადემიური განათლებისა და სასწავლო-სამეცნიერო კვლევებისათვის შესაბამისი პირობები. უნივერსიტეტი დაფუძნებულია ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპებზე.

 უნივერსიტეტის ძირითადი მისიაა თანამედროვე, მათ შორის საერთაშორისო განათლების გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების შეთავაზება, რომელიც ემსახურება კვალიფიციური, პროფესიონალი და დემოკრატიული ღირებულებების მქონე კადრების მომზადებას. უნივერსიტეტის ხელს უწყობს სტუდენტს გამოუმუშავდეს დარგის ცოდნა, უნარები და ღირებულებები.