ნინო ბეგიაშვილი – დაიბადა 1982 წლის 19 ნოემბერს ქ.გორში. მან 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი  რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მას მიენიჭა ფილოლოგის, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 2010 წელს, ნინო ბეგიაშვილმა ასევე წარჩინებით დაამთავრა სსიპ – გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა,  მას მიენიჭა  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2016 წელს ჩააბარა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე და ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი. მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად, იგი 2005-2009 წლებში, სასწავლო პროცესის მენეჯერად მუშაობდა გორის სასწავლო ცენტრში „თა-მარი“. 2014 წლიდან  ნინო ბეგიაშვილი ევრორეგიონული უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქმის მწარმოებლის პოზიციაზე იყო დასაქმებული. 2017  წლიდან მუშაობს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის (ERSU) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე.

იოსებ მამესწარაშვილი – დაიბადა  1983  წელს  ქ. გორში.  2005  წელს  წარჩინებით  დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის  სპეციალობით  და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2010 წლიდან  არის  გრიგოლ  რობაქიძის  სახელობის  უნივერსიტეტის  სამართლის  სკოლის  დოქტორანტი.  2009-2017  წლებში  მუშაობდა  ევრორეგიონულ სასწავლო  უნივერსიტეტში  მოწვეულ სპეციალისტად. 2018 წლიდან არის ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და იკავებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას.  2012 წლიდან მუშაობს შეფასებისა და გამოცდების  ეროვნულ  ცენტრში  –  საატესტატო და ეროვნული გამოცდების მეთვალყურე – კურატორად. არის მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს 15 ნაშრომი.