ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის !

ატენის ხეობაში სასწავლო ბანაკი “გზამკვლევი” გაიხსნა. ბანაკში გიდის (უცხოენოვანი) პროფესიის შესწავლის მიზნით, ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთი კვირიან სასწავლო კურსს გაივლიან.ტრენინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციიცისა და ა(ა)იპ „ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს“ ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლები გაუძღვებიან.

ბანაკის გახსნის საზეიმო ცერემონიას გორის მერი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კარიერის დაგეგმვა, მართვა და მისი მნიშვნელობა 

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში,ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგი გამართა თემაზე “კარიერის დაგეგმვა, მართვა და მისი მნიშვნელობა.”
მსმენელები გაეცნენ პროფესიის არჩევის, კარიერის დაგეგმარებისა და მართვის თანამედროვე პრინციპებს, განიხილეს სიმულაციები და ეფექტური რამდენიმე მეთოდი, მოისმინეს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებები თემატიკიდან გამომდინარე.
ტრენინგის დასასწრულს გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმი.

 

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი HR profesional’s guild-თან

2018 წლის 23 მაისს, 13:00 საათზე , ევორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის, საქართველოს დამსაქებელთა ასოციაციისა და „ HR profesional’s guild”-ის წარმომამდგენლები სტუდენტებს შეხვდნენ .
შეხვედრის მიზანი სტუდენტების კარიერული წინსვლა და განვითარების ხელშეწყობა, ასევე შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესახებ მათი ინფორმირება იყო.
ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და წარმოდგენილ ორგანიზაციებს შორის.

 

ციფრული სამყაროს 7 საიდუმლო

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციებზე დაფუძნებულ სტარტაპებს.
Adsocial.ge-ის მიერ, 14 აპრილს გაიმართა ტრენინგ-კურსი: “ციფრული სამყაროს 7 საიდუმლო” , სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ.
აგრეთვე, ტრენინგი საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ Adsocial.ge-მ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, ერთ-ერთი ტრენინგის მონაწილე გამხდარიყო მისი გუნდის წერვი.

დასაქმების რეალური შანსი სტუდენტებისთვის!

1 მაისს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდნეტებისთვის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ცენტრის ორგანზიებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.
სტუდენტებს „ნიკორას“ კადრების შერჩევისა და დაქირავების განყოფილების თანამშრომელი ნინო ადამაშვილი შეხვდა.
ნინო ადამაშვილმა სტუდენტებთან ერთად, განიხილა “ნიკორა”-ში ახალგაზრდების კარიერული განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის თემა:
ინფორმაცია კომპანია „ნიკორას“ შესახებ, სტაჟირება და არსებული ვაკანსიები.
შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, რის შემდეგაც სტუდნეტებმა სასურველი პოზიციის მიხედვით ანკეტა- კითხვარები შეავსეს.

უდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ცენტრის ინიციატივით ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის თბილისის კორპუსში ტრენინგი თემაზე “ეფექტური CV და გასაუბრების პრინციპები” ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდა შპს – ფინქიუ ლიმითიდ, საქართველოს ფილიალის დირექტორი ლევან ლაბარტყა.
ტრენინგზე განიხილეს კონკრეტული მაგალითები და მსმენელებმა მიიღეს რჩევები ინდივიდუალურად.

 

ეფექტური პრეზენტაციები – გიორგი კალატოზიშვილის მასტერკლასი

ომუნიკაციის პროცესი, დონეები, ბარიერები, ხარვეზები
3 მიზანი, რომელსაც უნდა აღწევდეს კომუნიკატორი შეხვედრის / პრეზენტაციის დროს.
გაყიდვების პრეზენტაციის სტრუქტურა
შიშის დინამიკა – შიშის დაძლევა შეხვედრის და პრეზენტაციის წინ.
კარიერული განვითარების ცენტრის ინიციატივით ევრორერგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ესწრებიან სხვადასხვა მასტერკლასებს.
27 აპრილს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქოუჩის გიორგი კალატოზიშვილის მასტერკლასს “ეფექტური პრეზენტაციები” დაესწრნენ.

ემოციური ინტელექტი (EQ) წარმატებისთვის !

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის კარიერული ხელშეწყობის ცენტრის ფარგლებში დაესწრნენ მასტერკლასს თემაზე : “ემოციური ინტელექტი (EQ) წარმატებისთვის”
მასტერკლასს უძღვებოდა ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Erickson International) სერტიფიცირებული ქოუჩი თამარ ჩიჩუა.