სოფიო სუხიშვილი – დაიბადა 1990 წელს.  2012 წელს დაამთავდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2014 წელს მიენიჭა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტის მიერ (დიდი ბრიტანეთი). 2015 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ხოლო 2016 წლიდან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლა საერთაშორისო სამართლის მიმართულების განაგრძო  ქ.გრენობლის მენეჯმენტის უმაღლეს აკადემიაში. (საფრანგეთი)

მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. 2009-2010 წლებში AIESEC-ის საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მუშაობდა ქ. ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენერად (უკრაინა). 2011 -2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

2014 -2017 წწ  იკავებდა   საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობას ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გამოცდილება მიიღო ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტში.  2015 წლიდან  მუშაობს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე. 2016 წლიდან -2018 წლამდე მუშაობდა შ.პ.ს “კონფერენს სისთემ”-ის მთავარ იურისტად.  2017 წლიდან არის ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.  2017 წლის ნოემბრიდან იკავებს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტში ვიცე რექტორის პოზიციას. 2018 წლიდან იკავებს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციას.