ანა ქოთოლაშვილი – დაიბადა 1986 წლის 24 ოქტომბერს. 2004 წელს დაამთავრა ქ. გორის მე-8 საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაასრულა 2008 წელს. 2016 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ანგლისტიკის სპეციალობით.

2008-2011 წლებში მუშაობდა გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში სპეციალისტად. 2012-2017 წალმდე მუშაობა შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტში სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე. 2017 წლიდან  მუშაობს პერსონალის მართვის,რეესტრისა და საქმის წარმოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.  ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. აგრეთვე საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.

 

 

 

 

მაია  კორინთელი – დაიბადა 1970 წლის   23   აპრილს, ქალაქ გორში.  1987 წელს დაამთავრა გორის მე-10 საშუალო სკოლა.  ამავე წელს ჩაირიცხა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში, საბუღალტრო აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის  ანალიზის სპეციალობაზე, რომლის სრული კურსიც დაამთავრა 1991 წელს.  შემდეგ კი სწავლა   განაგრძო ამავე სპეციალობით  გორის  ეკონომიკური ინსტიტუტის  ასპირანტურაში.

1994 წლიდან მუშაობა დაიწყო გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში სასწავლო ნაწილის განყოფილებაში მეთოდისტად, შემდეგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიში სპეციალისტად.

2014 წლიდან მუშაობდა “ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში” კანცელარიის გამგის მოადგილედ.

2017 წ იავარი-ოქტომბერიევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში იკავებდა საწავლო პროცესის მენეჯერის პოზიციას. 2018 წლიდან იკავებს პერსონალის მართვის,რეესტრისა და საქმის წარმოების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობას.

 

 

ნაირა  ბადაშვილი  –  დაიბადა  1954  წლის  4  ივლისს  გორის რაიონის სოფ.ქორდში. 1971 წელს დაამთავრა   დიცის საშუალო სკოლა. 1972-1974  წლებში  სწავლობდა   გორის  სამედიცინო  სასწავლებელში. 1979 წელს დაამთავრა ნ. ბარათაშვილის სახელობის  გორის სახელმწიფო პედაგოგიური   ინსტიტუტი გეოგრაფია ბიოლოგიის სპეციალობით. 1979-2002 წლებში მუშაობდა გორის სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკუმში ბიოლოგიის, გეოგრაფიის  და სამედიცინო მომზადების მასწავლებლად.   პარალელურად მუშაობდა გორის  პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ნორჩ ბიოლოგთა წრის ხელმძღვანელად. 1995 წლიდან-2017-მდე მუშაობდა ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტში კანცელარიის გამგის პოზიციაზე. 2017 წლიდან დღემდე იკავებს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტში პერსონალის მართვის, რეესტრისა და საქმისწარმოების სამსახურის სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში.