მაია შერაზადიშვილი – 2014 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2016 წელს მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში. 2015  წელს მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში და ერთი აკადემიური წლით სასწავლებლად იმყოფებოდა  პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში.  2014 წელს მუშაობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში. 2017 წელს სტაჟირება გაიარა განათლების ხარისხს განვითარების ეროვნულ ცენტრის საერთაშორისო სამსახურში, ხოლო შემდგომ მუშაობა დაიწყო ამავე ცენტრის საქმის წარმოების სამსახურში სპეციალისტად. ამჟამად არის ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.

 

 

 

მერი ქურხულიშვილი – დაიბადა 1965 წლის 29 ივნისს . 1982 წელს  დაამთავრა კახის ქართული საშუალო სკოლა.

1988 წელს დაამთავრა ი.ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით ინგლისური  და გერმანული ენის პედაგოგიური კვალიფიკაციით.

1988  წლიდან მუშაობდა ლაგოდეხის #3 საშუალო სკოლაში პედაგოგად.

1989 წელს – ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე ქ.საბჭოთა გავანაში #1 საჯარო სკოლაში .

1991 წლიდან მუშაობდა ქ.ლაგოდეხის სასაზღვრო რაზმში მთარგმელის პოზიციაზე.

2013-2017 წლებში  მუშაობდა ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტში მთარგნელ-კორდიანტორის პოზიციაზე.

2015 – 2017 წლებში მუშაობდა საერთაშორისო მენეჯერის პოზიციაზე.

2017 წლიდან მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

2018 წლიდან საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.