საქართველო განლაგებულია ევროპისა და აზიის გასაყარზე და გამოირჩევა უძველესი ისტორიული მემკვიდრეობითა და უნიკალური კულტურით. საქართველოს ტერიტორია 69700 კვადრატული კმ-ია. დასავლეთით მას შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილოეთით და სამხრეთით კი კავკასიონის დიდი და მცირე ქედები აკრავს. საქართველოს კლიმატი მრავალფეროვანია, რაც დაკავშირებულია ქვეყნის მდებარეობასთან.

საქართველოში ოფიციალური სახელმწიფო ენაა ქართული. იგი კავკასიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და მასზე 4 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს.

საქართველოს ეროვნული ვალუტა არის ქართული ლარი. GEL.

საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან  წინსვლას 2004 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ დაიწყო ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო სექტორი, საარჩევნო ადმინისტრირება, მართლმსაჯულება და ადგილობრივი თვითმმართველობა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით საქართველომ დაამტკიცა სახელმწიფოს მზაობა სანდო და დემოკრატიული არჩევნებისა ჩატარებისა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისათვის.

2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში  2016 წლის ივლისში შევიდა.