ევრორეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო – ეს არის ენთუზიაზმითა და მოტივაციით სავსე ახალგაზრდების  ჯგუფი, რომელთა მთავარი მიზანი სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებაა. ევრორეგიონული უნივერსიტეტის მოკლე ისტორიის მანძილზე  დღეს უნივერსიტეტს სტუდენტური თვითმმართველობის მესამედ განახლებული შემადგენლობა ჰყავს.

ევრორეგიონულ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის  9 ოქტომბერს  ჩატარდა. არჩევნების საფუძველზე  არჩეულ იქნა თვითმმართველობის პრეზიდენტი საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ტაბატაძე.

 

სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის მიზნებია:

  • სტუდენტთა პროფესიული მომზადების დონისა და შემოქმედებითი აქტიურობის განვითარება;
  • სტუდენტური ცხოვრების გაამრავალფეროვნება;
  • ყოველდღიურ საქმიანობაში სტუდენტთა მონაწილეობა;
  • სტუდენტთა კანონიერი უფლებების დაცვა;
  • სტუდენტების თვითრეალიზებისა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • მმართველობის ორგანოებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და ხარისხის სრულყოფის მიმართულებით;
  • ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციისა და ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობის მაქსიმალური უზრუნველყოფა;

ტელ: 
ელ-ფოსტა:   g.tabatadze@ersu.edu.ge

დაგვიკავშირდით FACEBOOK-ზე