ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი მთლიანად პასუხობს ავტორიზაცია / აკრედიტაციის სტანდარტებს. სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ კეთილმოწყობილი და ადაპტირებული აუდიტორიებით, მდიდარი ბიბლიოტეკით, თანამდედროვე კომპიუტერული ტექნიკით , ინტერნეტ სივრცით, იურიდიული კლინიკით, სამედიცინო ლაბორატორიებით,  სამეცნიერო კვლევითი ცენტრით და საფეხბურთო მოედნებით.

მატერიალური რესურსის განვითარება – უნივერსიტეტის საქმიანობის წარმატებისთვის, მნიშვნლეოვანია არსებული მატერიალური რესურსის მუდმივი განახლება. სტუდენტებს უნდა მივცეთ საშუალება უახლესი სტადნარტების შესაბამისი, თანამედროვე მატერიალური რესურსი გამოიყენონ სწავლის პროცესში.

უნივერსიტეტი ყოველწლიურად განაახლებს სასწავლო ლიტერატურას და შეიძენს ახალ ელექტრონულ ბაზებს.

უნივერსიტეტის ფარგლებში შეიქმნება სამი ბიბლიოთეკა, რომელიც მოემსახურება უშუალოდ სკოლებს და თემატური ლიტერტურით განახლდება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში შეიქმნება ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოსათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და  აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით.

უნივერსიტეტში განახლდება და დაიხვეწება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა. აღნიშნული საშუალებას მისცემს  სტუდენტს საგნებისა და ჯგუფების არჩევა თავად მოახერხოს. სტუდენტის შეფასება და სასწავლო მასალა აიტვირთება ამ ბაზაში. აღნიშნული სისტემა თავის თავში მოიაზრებს აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტების ფინანსური გადახდის სისტემასაც.

უნივერსიტეტში განახლდება სასწალო პროცესისათვის აუცილებელი მასალები და ტექნიკური საშუალებები.

 

მოსალოდნელი შედეგი:

უნივერსიტეტში იქნება თანამედროვე სტანდარტების მატერიალური რესურსი, რომელიც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოსა და ეფექტურს გახდის. მსგავსი რესურსის არსებობა ხელს შეუწყობს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმის შექმნას.