საუნივერსიტეტო რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი”სოფია მკურნალი” დაფუძნდა 2007 წელს შპს „ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის“ (ERSU),(ყოფილი სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი) ბაზაზე ,უნივერსიტეტის დამფუძნებელის,ექიმ მეან-გინეკოლოგის,მედიცინის დოქტორის-ეკატერინე სუხიშვილის მიერ.ცენტრი მრავალპროფილიანია,აღჭურვილია უახლესი აპარატურით და პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.ცენტრს ემსახურებიან პროფესიონალი ექიმები და მედ პერსონალი.

                                         

ცენტრის მიზანია მაღალკვალიფიციური მომსახურება გაუწიოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და ლექტორ-მასწავლებლებს.აგრეთვე ემსახურება შიდა ქართლის მოსახლეობას.ცენტრი ახორციელებს ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამას.2008 წელს გაეროს დახმარების ფონდის UNFPA-ს დახმარებით, “სოფია მკურნალის”ბაზაზე გაიხსნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და საინფორმაციო ცენტრები,რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირებულობა და მათი მაქსიმალურად ჩართულობა, ახალგაზრდების ჯანმრთელობის და პრობლემურ საკითხებში ,რამაც ხელი შეუწყო ამ პრობლემების მოგვარებას.ცენტრი მუშაობს ოჯახის დაგეგმარების საკითხებზე.,არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაზე.ამ პროგრამის ფარგლებში და ფონდი SOCO-ს დახმარებით,2008-2012 წლებში,ცენტრის ექიმების ორგანიზებით არაერთი უფასო სამედიცინო გადასინჯვები ჩატარდა რეგიონის მაშტაბით.JSI-ს პროგრამის დახმარებით დღემდე ხორციელდება პროგრამა ოჯახის დაგეგმარების შესახებ.მუდმივად ტარდებატრენინგები სტუდენტებისთვის,რეგიონის ექიმების და მედ -პერსონალისთვის .

                                                            

ცენტრმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა.ექიმების და მედპერსონალის მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალურმა მიდგომებმა საგრძნობლად გაზარდა ცენტრის რეიტინგი რეგიონში.ყველაზე დიდი წარმატება კი, მადლიერი პაციენტია.ნოვატორულმა მიდგომებმა,სიახლეებისკენ სწრაფვამ განაპირობა ის,რომ ცენტრმა დაიმკვიდრა ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სამედიცინო სფეროში და მიაღწია დიდ წარმატებებს.2013 წელს ცენტრი აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესოდ.

უნივერსიტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენტები ,”სოფია მკურნალის “ბაზაზე ეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს,გადიან პრაქტიკას და ეძლევათ შანსი დასაქმების.