შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური ersu-ს სტუდნეტებისთვის !

23 აპრილი 2018

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მიმდინარე წლის 4 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ერთდღიანი საგანმანათლებლო ტური გაიმართება.
შემეცნებით-საგანმანათლებლო ტურის დღის წესრიგი :
სემინარის ჩატარების ადგილები და დრო: 4 მაისი
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი“ – 11:30 საათი ;  გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,თბილისი“ -14:00 საათი
ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი -15:30 საათი ; სტუდენტების ტრასპორტირებასა და კვებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.
დაინტერესებული სტუდნეტები დაგვიკავშირდით: 599 17 17 77 – ნინო თავზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით, 30 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და სერვისცენტრებში საინფორმაციო-შემეცნებითი სემინარები გაიმართება. საგანმანათლებლო პროექტის ,,ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“ , მიზნად ისახავს, მომავალი გადასახადების გადამხდელის საგადასახადო კულტურისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.