მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამის მიზანია- კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციები, კერძოდ, მისცეს დარგის თეორიული საფუძვლების სიღმისეული ცოდნა და  გამოუმუშავოს კლინიკური უნარ-ჩვევები.

მედიცინის პროგრამის მიზანია, აღზარდოს კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური მედიკოსები,  რომლებიც შეძლებენ შემდგომ პროფესიულ განვითარებას და სწავლის გაგრძელებას რეზიდენტურაში, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) კურსის გავლას, უმცროს ექიმად მუშაობას ან კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებას მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროებში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. პროგრამა უზრუველყოფს კურსდამთავრებულს ჰქონდეს:

  • სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი მედიკო-ბიოლოგიური საგნების სიღრმისეული ცოდნა;
  • ზოგადი კლინიკური უნარ-ჩვევები მედიცინის სფეროს სხვადასხვა დარგებში;
  • პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით მუშაობის უნარი;
  • უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების აუცილებლობის მოტივაცია;
  • პაციენტის პატივისცემა, მათი ინტერესების გათვალისწინება მიუხედავად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური კუთვნილებისა.
  • პროფესიული ეთიკის ფარგლებში მუშაობის ღირებულებები.
  • კლინიკური პრობლემების გადასაწყვეტად სამედიცინო ინფორმაციის მოპოვების, კრიტიკულად შეფასების, ანალიზისა და სინთეზის, არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების უნარი;

კლინიკური, ბიოსამედიცინო დაქცევითი  მეცნიერების ცოდნის ინტეგრაციით საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების უნარი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების სფეროში წვლილის შეტანა.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხკრედიტი / ხანგრძლივობა:  360 კრედიტი /6 წელი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:  Llominadze81@gmail.com; 595 92 28 92 – ლიკა ლომინაძე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია

მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა