ეკატერინე სუხიშვილი -დაიბადა 1969 წლის 13 ნოემბერს  ქ. გორში. წარჩინებით, ვერცხლის მედალზე დაამთავრა გორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-9 საშუალო სკოლა. 1988-1990 წლებში სწავლობდა ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1990-1995 წლებში კი  – თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.1996-1997 წლებში – გორის სამშობიარო სახლში „მომავალი“ მეანობა – გინეკოლოგიის სპეციალობით, ექიმ – ინტერნი.

2000 წელს    ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციულ კვლევით ცენტრში,  გაიარა სასწავლო ციკლი რეპროდუქტოლოგიაში. 2003-2006 წლებში სწავლობდა  მოსკოვის სახელმწიფო სტომატოლოგიური უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. ორდინატურაში, და მუშაობდა # 15- კლინიკურ საავადმყოფოში  – ექიმ-ორდინატორად მეანობა-გინეკოლოგის სპეციალობით. 2008 წელს გაიარა  სასწავლო ციკლი-მცირე მენჯისღრუსორგანოების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა – ი. თოდუას სახელობის კვლევით ინსტიტუტში. 2009-2011 წლებში –  სწავლობდა თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის  დოქტორანტურაში. 2011-2013 წლებში კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. (დიპლომი №000018).

2000-2016 წლებში მონაწილეობდა  საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებში, სამედიცინო გამოფენებზე, ტრენინგებზე, სემინარებზე სხვადასვა ქვეყნებში (თურქეთი, იტალია, საფრანგეთი,გერმანია, სამხრეთკორეა, ჩეხეთი, მალტა, უკრაინა, აზერბაიჯანი, ავსტრია,ისრაელი,საქართველო).

მიღებული აქვს უამრავი სიგელი: 2004 წელი-ჯონსჰოპკინსის უნივერსიტეტი – პროექტი „ოჯახის დაგეგმარების“ შესახებ – წარმატებული მენეჯერი. 2011 წელი JSA-პროექტი „ოჯახის დაგეგმარების “შესახებ -წარმატებული მენეჯერი. 2014 წელი იაშვილის სახელობის სისხლისბანკი -თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. 2015 წელი ჟურნალი თბილისელები-წლის მენეჯერი.

2011 წლიდან დღემდე  მუშაობს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის (ყოფილი  სუხიშვილის სასწავლოუ ნივერსიტეი) – რექტორის მოადგილედ. 2010-2011 წლებში  მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში- ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად. 2009-2010 წლებში  იკავებდა ამავე უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას. 2008-2009 წლებში  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო. 1999 წელს  დააფუძნა და მისი ხელმძღვანელია დღემდე,საზოგადოებრივი კოლეჯი „ამაგი“. 1997-1999 წლებში იყო მრავალპროფილიანი მცირე აკადმიასთან არსებული ლიცეუმის გამგე. 2001-2008  წლებში მუშაობდა  გორის სამშობიარო სახლში, მეან-გინეკოლოგად, ქალთა კონსულტაციის ექიმ – რეპროდუქტოლოგად.

2008 წლიდან – დღემდე  არის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის „სოფია მკურნალის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2009 წლიდან დღემდე ექიმქალთა ასოციაციის წარმომადგენელია შიდა ქართლის რეგიონში. 2000-2008 წლებში  კი კურირებდა ჯონსჰოპკინსის უნივერსიტეტის პროექტს შიდა ქართლში. 2016 წელს დააფუძნა მედიკოსთა განვითარების და ხელშეწყობის ფონდი,რომლის გენერალური მდივანია დღემდე.ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომისა და თანაავტორია 4 წიგნის. ფლობს  რუსულ და   ინგლისურენებს.

ყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი